ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსმა“ პაულო დიბალა ჰარი კეინში უნდა გაცვალოს. ამის შესახებ მან Gazzetta Dello Sport-ს განუცხადა.
„დიბალას, მორატას და რონალდუს ერთად თამაში თუ შეუძლიათ? რა თქმა უნდა. მე ტოტის, მონტელას და ბატისტუტას ერთად ვათამაშებდი. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რგოლები უნდა დაეხმარონ, რადგან თავდაცვით ფაზაში რონალდუ პრაქტიკულად არაფერს აკეთებს და ეს არც დიბალას შეუძლია. თუ ის 100%-ით მზად იქნება, უნდა ითამაშოს. დიბალა სავიჩევიჩს მაგონებს, დაახლოებით ერთი სტილი აქვთ.
დიახ, ადრე ვთქვი, რომ დიბალას პოლ პოგბაში არ გავცვლიდი, მაგრამ თუ შანსი მექნებოდა, ჰარი კეინში გავცვლიდი“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას რთული პერიოდი აქვს და გუნდთან კონტრაქტი 2022 წელს იწურება, მის განახლებაზე კი მხარეები ჯერ ვერ მორიგდნენ.