ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური სპონსორი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ისევ Jeep იქნება. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
მხარეები თანამშრომლობას 2021-2022, 2022-2023, 2023-2024 წლების სეზონებშიც გააგრძელებენ. ამ პერიოდში თითოეულ სეზონში „იუვე“ 45 მილიონ ევროს მიიღებს და კონტრაქტის პუნქტში ასევე არის ცვლადი კომპონენტები, რომლებიც დაფუძნებულია სპორტულ შედეგებზე.
შეგახსენებთ, რომ Jeep „იუვენტუსის“ სპონსორი 2012-2013 წლების სეზონიდანაა.