ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს განახლებისთის აქტიურად ემზადება და მეორე დღეა ვარჯიშობს.
გუნდს კრიშტიანუ რონალდუ და ადრიენ რაბიო დაუბრუნდნენ. პორტუგალიელი დუბაიში იყო, ხოლო ფრანგს ერთი დღით მეტი შვებულება ჰქონდა აღებული ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
ორივე ფეხბურთელმა პირველ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა, ხოლო ამიერიდან ცხადია საერთო ჯგუფს შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ უახლოესი მატჩი 3 იანვარს, ტურინში, „უდინეზესთან“ ელოდება.