ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ შემადგენლობით კმაყოფილები არიან და ტრანსფერებზე მეტად თამაშზე უნდა იფიქრონ.
„ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ყოველთვის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, აქედან გამომდინარე შეცდომის დაშვება აღარ შეგვიძლია. რაბიო? სიფრთხილის გამო გადავწყვიტეთ არ შეგვეყვანა განაცხადში და დისკვალიფიკაცია მოეხადა, თავი დავიზღვიეთ და მას ორი თამაში გამოვატოვებინეთ. ტრანსფერები? შემადგენლობით კმაყოფილები ვართ და მატჩებზე უნდა ვიზრუნოთ“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დღეს გაიხსნა.