ტურინის „იუვენტუსში“ პაულო დიბალას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. არგენტინელი გუნდს ახალ კონტრაქტზე ვერ ურიგდება, რომლის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება.
იტალიური მედიის ცნობით, დიბალას შესაზენად „პარი სენ ჟერმენი“ მზადაა, რომელსაც სულ მალე მაურისიო პოჩეტინოს სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
პარიზელები მზად არიან დიბალაში 60 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა, შეიძლება ეს ფასი გაიზარდოს, რადგან „იუვე“ „ლა ჯოაის“ უფრო ძვირად აფასებს (დაახლოებით 80 მილიონი).
მეორეს მხრივ, დიბალას „იუვენტუსში“ დარჩენა სურს და იმედოვნებს, რომ კლუბს კონტრაქტზე შეუთანხმდება, რომელიც 2024 ან 2025 წლამდე განახლდება. ჯერჯერობით, ამ კუთხით სიახლე არ არის. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.