ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი მესუთ იოზილი იანვარში შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. თურქული მედიის ცნობით, ტურინელთა მენეჯერებსა და ფეხბურთელის აგენტ ერკუტ სიოგიუტს შორის კონტაქტი შედგა.
იოზილს „არსენალთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება, მაგრამ ის ინგლისელთა გეგმებში არ შედის და იანვარში გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. შესაძლოა, „იუვემ“ ის ინათხოვროს ზაფხულამდე, რადგან სხვა შემთხვევაში დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული ცნობა ამის შესახებ არ ვრცელდება. იოზილს მარტის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც კორონავირუსის გამო სეზონი შეჩერდა.