ტურინის „იუვენტუსს“ პოლ პოგბას დაბრუნება სურს. ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მინო რაიოლამ ფრანგი ნახევარმცველის „მანჩესტერიდან“ წასვლაარ გამორიცხა და უფრო მეტიც, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ზაფხულში ინგლისს დატოვებს, იტალიური კლუბის სურვილი უფრო გამძაფრდა.
„იუვეს“ სწორედ ზაფხულში აქვს პოგბას დაბრუნება განზრახული, მაგრამ ტურინში კარგად იციან, რომ „მანჩესტერის“ ფინანსურ მოთხოვნას კოვიდპანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ აკმაყოფილებენ. ამიტომაც, სხვა და სხვა ვარიანტებზე მუშაობენ.
ESPN-ის ინფორმაციით, ტურინელები „მანჩესტერს“ პოგბას სანაცვლოდ პაულო დიბალასა და ფედერიკო ბერნარდესკის სთავაზობენ. იტალიელი დიდი ხანია გუნდიდან წასვლის კანდიდატია, ხოლო დიბალასთან კონტრაქტის განახლება შეფერხებულია.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი „მანჩესტერში“ გადასვლასთან 2019 წლის ზაფხულში ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა ტრანსფერი დაბლოკა.
ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე გამორიცხული არაფერია. მათ შორის, დიბალა/ბერნარდესკისა და პოგბას სუფთა ბარტერიც. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა “იუვეში” 2012-2016 წლებში თამაშობდა.