მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

“იუვენტუსი” ამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ამერიკელი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდოს და ვესტონ მაკკენის მისი თანამემამულე ბრაიან რეინოლდსი შეუერთდეს.

19 წლის ნიჭიერი მარჯვენა მცველი „დალასის“ ღირსებას იცავს და ევროპული კლუბების ყურადღება უკვე მიიპყრო. „იუვეს“ მისი შეძენა იანვარში უნდა. თუმცა განათხოვრება მოუწევს (სახელდება „სამპდორია“ და „კალიარი“), რადგან ევროკავშირის არაწევრი მოთამაშეების ლიმიტი გუნდში სასვეა.

რეინოლდსის ტრანსფერით „რომაც“ დაინტერესებულია, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, „იუვეს“ წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტთან ტელეფონით უკვე ისაუბრეს.

აქვე გეტყვით, რომ ბრაიან რეინოლდსის “დალასის” შემადგენლობაში 27 თამაში აქვს ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …