ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ლიონელ მესისგან საჩუქრად ლუდი მიიღო. საქმე ისაა, რომ მესიმ „ბარსელონას“ მაისურით 644 გოლი გაიტანა და ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდი გააუმჯობესა.
ლუდის კომპანია „ბუდვაიზერმა“ გადაწყვიტა ყველა მეკარეს იმდენი ქილა ლუდი გაუგზავნოს, რამდენი გოლიც მესისგან გაუშვეს. ბუფონს არგენტინელმა ორჯერ გაუტანა, 2017 წლის სექტემბერში „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ მატჩში.
ქილაზე მესის ფოტოა დატანილი და ის ციფრი აწერა, მერამდენე გოლიც მესიმ გაუტანა. მაგალითად ჯიჯის შემთხვევაში 514-ე და 515-ე გოლები იყო.
ჯიჯიმ ინსტაგრამზე პოსტიც განათავსა:
„მადლობა ბუდვაიზერს ლუდისთვის. ამას კომპლიმენტად მივიღებ. წლების განმავლობაში დიდი ბატალიები გვქონდა! ლიონელ, გილოცავ 644-ე გოლს და რეკორდის მოხსნას. ეს მართლაც დაუჯერებელი მიღწევაა“, – დაწერა ჯიჯიმ.
.@budfootball… thanks for the beers.🍻 I’ll take it as a compliment. 😉 We have great battles over the years! Congratulations on breaking the 644 record #Messi! it really is an unbelievable achievement. Cheers! #BeAKing #ad pic.twitter.com/Rvz2kSv23B
— Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) December 24, 2020