ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ქომაგებს წერილით მიმართა და განაცხადა, რომ „იუვე“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ვასრულებთ წელს, რომლის მიმდინარეობასაც ვერავინ წარმოიდგენდა. პირველი ფიქრები ყველა თქვენგანს და თქვენს ახლობლებს უკავშირდებათ. იმედია მაქვს, ყველანი კარგად ხართ. ჩვენ დავკარგეთ ოჯახის წევრები და მეგობრები, ვიბრძვით სამსახურში.
მოდით, 2021 წლის კარი გავხსნათ სიმშვიდისა და ბედნიერების იმედით, ჩვეულებრივზე ნაკლები რიტორიკით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მე-10 სკუდეტოსთვის, დარწმუნებული ვართ ჩვენს ძალებში ამ დრამატულ მომენტში იმ ინდუსტრიისთვის, რომელშიც ვმუშაობთ“, – დაწერა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს შეხვედრას 3 იანვარს, „უდინეზესთან“ გამართავს.