ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ინსტაგრამში პოსტი განათავსა და დაწერა, რომ „იუვეს“ მაისური ჩვეულებრივი არ არის და მალე დაბრუნებიან.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ „იუვე“ ვართ. როგორც კი რთული პერიოდი დადგება, ყველა ყველა ღამურასავით გამოდის, მაგრამ ეს არ არის ნებისმიერი მაისური და ბრაზით და სიმკაცრით დავბრუნდებით“, – დაწერა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს შეხვედრას 3 იანვარს, „უდინეზესთან“ გამართავს.