ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ ძალია გაუმართლა, რადგან ლეონარდო ბონუჩისა და ჯოჯრო კიელინისთან ერთად თამაში დიდი გამოცდილებაა.
დე ლიხტის განცხადებით, არასდროს უნანია, რომ „იუვე“ აირჩია და ძალიან ბედნიერია.
„როდესაც 15 წლის ვიყავი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, 6 ნომრის პოზიციაზე და ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ორი ფეხბურთელი იყო: სერხიო ბუსკეტსი და ანდრეა პირლო.
მომავალში ნიდერლანდების პრემიერმინისტრობა? ეს არ არის ჩემი ამბიცია. მე მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ეს არის ის,რაც მიყვარს.
მე ძალიან გამიმართა, რადგან თითქმის სულ ვთამაშობ იმ მოთამაშეების გვერდით, რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდი. ბონუჩი ძალიან ძლიერი შეტევის წამოწყებაში და ამიტომ, ამის შესახებ მისგან ვსწავლობ. კიელინი ძალიან კარგი მეტოქის შეტევაში ჩაშლაში და ამიტომ, მისგამ კონკრეტულად ამას ვსწავლობ. ნაკრებში ვან დეიკთან ერთად ვთამაშობ, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია ჩემი თამაში გავაუმჯობესო და არ მივბაძო სხვებს.
მცველებისთვის იტალიაში თამაში დიდი გამოწვევაა, საკუთარი თავის გამოცდა, განსაკუთრებით არაიტალიელისთვის, მაგრამ მე მიყვარს დიდი გამოწვევები. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო ადგილიაჩემთვის და არ ვნანობ ამ არჩევანს, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ“, – თქვა დე ლიხტმა.