მთავარი / სიახლეები (გვერდი 638)

სიახლეები

კიელინი: “მეორე ტაიმში ნამდვილი “იუვე” ვიხილეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯორჯოს განცხადებით, გუნდმა მეორე ტაიმში ჩვეული თამაში ჩაატარა. „გვინდა კარგად გავაგრძელოთ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო უკვე მოვიგეთ. მეორე ტაიმში ნამდვილი „იუვე“ ვიხილეთ, ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც სკუდეტო მოიგო. თამაშები, რომელსაც ვატარებთ ჩვენთვის სტიმულია. დღეს კმაყოფილები ვართ, რომ კარგი …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” თავისივე რეკორდი ვერ მოხსნა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მილანში ჩავიდა და „ინტერს“ დიდ იტალიურ დერბიში დაუპირისპირდა. მატჩი მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებს სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა პრინციპული იყო. „იუვემ“ პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა და წააგო. მეშვიდე წუთზე რაჯა ნაინგოლანმა შორი მანძილიდან დაარტყა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” იკარდის სანაცვლოდ მზადაა დიბალას, იგუაინს ან კანსელუს შეელიოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა მილანის „ინტერს“ მაურო იკარდის სანაცვლოდ რომელიმე ფეხბურთელი დაუთმოს – პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი ან ჟოაუ კანსელუ. იტალიური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ იკარდის იგუაინში გაცვლა მილანურმა მხარემ იაუარა, ტურინელები მაინც იმედოვნებენ, რომ „ნერაძურის“ დაყოლიებას შეძლებენ და არგენტინელ ფორვარდს ხელში ჩაიგდებენ. შეგახსენებთ, რომ იკარდის „ინტერში“ კონფლიქტი აქვს და …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ფეკირი დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსის“ თვალთახედვის არეში „ლიონის“ კაპიტანი ნაბილ ფეკირი მოხვდა. L’Equipe-ს ინფორმაციით, ტურინელები ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთ საშუალებად სწორედ 26 წლის ფრანგის გადაბირებას მიიჩნევენ. „ლიონმა“ ფეკირს ფასი უკვე დაადო – 70 მილიონი ევრო. საინტერესოა, რომ ფრანგის კონტრაქტი „ლომებთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება და შესაძლოა ამან ფასის დაკლებაზე გავლენა იქონიოს. აქვე გეტყვით, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 34-ე ტურში მილანში, „ინტერს“ ესტუმრება. ტურინელთა განაცხადი „დიდ იტალიურ დერბიში“ ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, დელ ფავერო მცველები: დე შილიო, კიელინი, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ემრე ჯანი, ნიკოლუსი, პერეირა და სილვა თავდამსხმელები: რონალდუ, კინი, ბერნარდესკი შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “შემადგენლობაში რამდენიმე ექსპერიმენტი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და შემადგენლობაში ექსპერიმენტები დააანონსა. „ეს იქნება შესანიშნავი შეხვედრა ბრწყინვალე სტადიონზე. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. შემადგენლობა ბენტანკურს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს და ამიტომ ის ვერ ითამაშებს. კიელინი კარგადაა და ითამაშებს. წინა ხაზში მინდა რამდენიმე ექსპერიმენტი ვნახო და …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც იტალიის ჩემპიონი უკვე გახდა, სერია A-ს 34-ე ტურის მატჩისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ „ბებერ სინიორას“ სატურნირო მოტივაცია არ აქვს, მაინც პრინციპული თამაში ელოდება, რადგან „დიდ იტალიურ დერბიში“ „ინტერს“ ესტუმრება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა თამაშამდე ერთი დღით ადრე, ასეთია: შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, …

სრულად წაკითხვა »

ნეიმარი ტურინშია

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ტურინშია. ბრაზილიელი ვარსკვლავის კაზელეს აეროპორტში გამოჩენა ყველასთვის მოულონდელი აღმოჩნდა და გულშემატკივრებმა ოცნება დაიწყეს. რა თქმა უნდა, „იუვეს“ ქომაგები ისურვებდნენ, რომ ნეიმარი გამოდგეს დამდეგი ზაფხულის მთავარი სიურპრიზი ანდრეა ანიელისგან. თუმცა სინამდვილეში ნეიმარის ტურინში ყოფნის მიზეზი სხვა რამეა. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა თავისი მეგობარი დუგლას კოშტა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის გეგმები: 4-3-1-2 ტაქტიკური სქემა და ახალი ფეხბურთელები

ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონში შეიცვლება. იტალიური მედია მასიმილიანო ალეგრის მიერ წამოყენებულ პირობებზე წერს და იტყობინება, რომ ტურინელთა დამრიგებლის სურვილია, გუნდის სათამაშო სისტემა შეცვალოს. ალეგრი, რომელიც ბოლო პერიოდში უმეტესად 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, დამდეგ სეზონში საუკეთესო ვარიანტად 4-3-1-2 სქემას მიიჩნევს. ეს, ის ტაქტიკური სქემაა, რომელსაც ალეგრი „მილანში“ მაშინ იყენებდა, როდესაც ლომბარიულ …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “მინდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის თასი იტალიაში ჩამოვიტანოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა განაცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ კარიერის ბოლომდე სიამოვნებით დარჩებოდა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ასევე დასძინა, რომ უნდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგა „იუვემ“ მოიგოს და თასი იტალიაში ჩაიტანოს: „იუვესთან“ ერთად ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოგება საოცარი იყო. ეს ყველა ფეხბურთელის მიზანია ისეთ მნიშვნელოვან გუნდში, როგორიც ჩვენია. ძალიან კმაყოფილი ვარ და …

სრულად წაკითხვა »