ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და შემადგენლობაში ექსპერიმენტები დააანონსა.
„ეს იქნება შესანიშნავი შეხვედრა ბრწყინვალე სტადიონზე. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ.
შემადგენლობა
ბენტანკურს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს და ამიტომ ის ვერ ითამაშებს. კიელინი კარგადაა და ითამაშებს. წინა ხაზში მინდა რამდენიმე ექსპერიმენტი ვნახო და ასევე ბერნარდესკი მოედნის ცენტრში მოვსინჯო. კანსელუსაც იგივე ეხება, პოზიციას შეიცვლის. ემრე ჯანი მესამე ცენტრალური მცველის პოზიციაზე უნდა გამოვცადო, ხოლო კუადრადო მოედნის შუა ნაწილში.
მომავლის პროგრამა
მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გასაგები იყოს და გადაწყვეტილება მივიღოთ ნათელ გონებაზე, რადგან ისევ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყოთ. უნდა გავაანალიზოთ რა მოხდა კარგად და რა – არა. ეს არ იყო ადვილი სეზონი, მაგრამ ყოჩაღები ვიყავით. „იუვენტუსი“ ბოლო წლებში ევროპის საუკეთესო რვა გუნდის წევრად სტაბილურად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 27 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.