ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც იტალიის ჩემპიონი უკვე გახდა, სერია A-ს 34-ე ტურის მატჩისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ „ბებერ სინიორას“ სატურნირო მოტივაცია არ აქვს, მაინც პრინციპული თამაში ელოდება, რადგან „დიდ იტალიურ დერბიში“ „ინტერს“ ესტუმრება.
მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა თამაშამდე ერთი დღით ადრე, ასეთია:
შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, ბენტანკური; კუადრადო, კრიშტიანუ რონალდუ, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.