ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ტურინშია. ბრაზილიელი ვარსკვლავის კაზელეს აეროპორტში გამოჩენა ყველასთვის მოულონდელი აღმოჩნდა და გულშემატკივრებმა ოცნება დაიწყეს.
რა თქმა უნდა, „იუვეს“ ქომაგები ისურვებდნენ, რომ ნეიმარი გამოდგეს დამდეგი ზაფხულის მთავარი სიურპრიზი ანდრეა ანიელისგან. თუმცა სინამდვილეში ნეიმარის ტურინში ყოფნის მიზეზი სხვა რამეა.
საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა თავისი მეგობარი დუგლას კოშტა მოინახულა და ტურინშიც მისი მოწვევით ჩავიდა.
აქვე გეტყვით, რომ ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და სეზონში 37 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი სატრანსფერო ფასი კი 200 მილიონ ევროს აჭარბებს.