მთავარი / სიახლეები (გვერდი 636)

სიახლეები

“იუვე” წაგებისგან ისევ რონალდუმ იხსნა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტური ტურინული დერბით დაიწყო. „დერბი დელა მოლე“ „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა. შეხვედრას სტუმართათვის გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ვალტერ მაძარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო „იუვე“ კარგა ხანია ჩემპიონია. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „ტორინო“ ახლოს იყო გამარჯვებასთან. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კი მორიგი უფერული თამაში ჩაატარა …

სრულად წაკითხვა »

სტეფანო ჩეკი: “ალეგრი კონტეზე ძლიერია, მაგრამ იუვენტინოს სისხლი არ აქვს”

იტალიელი ჟურნალისტი სტეფანო ჩეკი ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. მისი აზრით, მასიმილიანო ალეგრი ანტონიო კონტეზე უკეთესი სპეციალისტია, მაგრამ იუვენტინოს სისხლი არ აქვს, რაც მას პრობლემას უქმნის. ტურინული დერბი – ჩემი აზრით, „ტორინოს“ დღეს ბრძოლა შეუძლია, რადგან ფეხბურთში მოტივაცია ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. მაძარი არაა ჩემი ფავორიტი მწვრთნელი, მაგრამ წელს საოცარ შედეგს აჩვენებს. „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

აპრილის MVP – კრიშტიანუ რონალდუ

ტურინის „იუვენტუსის“ აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელმა გულშემატკივრებისგან ხმების უმეტესობა მიიღო და თვის საუკეთესო ზედიზედ მეორედ გახდა. საერთო ჯამში კი, რონალდუ „იუვეს“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ დასახელდა. “იუვეს” 7-იანმა აპრილში 4 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ კუთვნილ ჯილდოს დღეს, „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ბედნიერი ვარ, რომ “იუვენტუსში” დავბრუნდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი შვილი, მატეო სიცოცხლისთვის იბრძოდა. ბონუჩიმ ასევე თქვა, რომ „მილანში“ გადასვლის პერიოდში დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს პარალელურად მის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო მოხდა. „ალეგრისთან ჩხუბი? მატეოს ჯანმრთელობის გამო ჩემს თავს ძალიან ცუდი რამხდებოდა. თითქოს რაღაც მაკლდა. …

სრულად წაკითხვა »

პრეციოზი: “რომერო “იუვენტუსში” გადადის”

იტალიური „ჯენოას“ მცველი კრისტიან რომერო „იუვენტუსში“ გადადის. ეს ინფორმაციას გენუური გუნდის პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა. „ყველამ იცის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომერო „იუვენტუსში“ გადადის“, – განაცხადა პრეციოზიმ. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური და სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ცენტრალური მცველი რომერო „ჯენოას“ 1 წლის წინ შეუერთდა და იტალიაში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რუბენ დიაშს მიუახლოვდა

„იუვენტუსი“ ახლოსაა რუბენ დიაშის გაფორმებასთან. პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს, რომ ტურინულ და ლისაბონურ გრანდს შორის შეთანხმების მიღწევას ძალიან ცოტა აკლია. „იუვე“ 21 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გაიღებს. აღსანიშნავია, რომ ფაბიო პარატიჩი დიაშს დიდი ხანი აკვირდებოდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ზაფხულში ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და რუბენ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მზადაა პოგბა ტურინში დააბრუნოს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს. Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ მზადაა მადრიდის „რეალს“ კონკურენცია გაუწიოს და მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი ტურინში დააბრუნოს. ცნობილია, რომ პოგბა 100 მილიონ ევროდ ფასობს და შესაბამისად, ტურინელებს ხსენებული თანხის გაღება მოუწევთ. საინტერესოა, რომ თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია იტალიურ გრანდში დაბრუნებით, ხოლო „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. გარდა ამისა, „იუვენტუსსა“ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერზე ვისაუბრებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერია და ეს მიმდინარე სეზონში უკვე დაამტკიცა. „ტორინო“ ეს მნიშვნელოვანი მატჩია, შესანიშნავი ბრძოლა იქნება. „ტორინომ“ 17 საგარეო მატჩიდან ერთადერთი წააგო. მაძარიმ საოცარი სამუშაო გასწია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „ტორინო“ სოლიდური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენ ისე …

სრულად წაკითხვა »

ვიდალი: “დარწმუნებული ვიყავი, რომ “იუვე” ფინალში გავიდოდა”

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსთან“ თამაში სურდა და მისთვის მოულოდნელი იყო ტურინელთა მარცხი მეოთხედფინალურ ეტაპზე. „ჩემთვის „ბიანკონერის“ გამოვარდნა სიურპრიზი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ალეგრის გუნდი ფინალში გავიდოდა. ეს იყო დიდი იმედგაცრუება“, – თქვა ვიდალმა. შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ტორინოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ „ტორინოსთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადია, რომელიც ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, დელ ფავერო მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, სსპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ემრე ჯანი, პერეირა და სილვა, ნიკოლუსი თავდამსხმელები: რონალდუ, კინი, ბერნარდესკი შეგახსენებთ, რომ ტურინული დერბი 3 მაისს გაიმართება.

სრულად წაკითხვა »