მთავარი / სიახლეები / “იუვე” წაგებისგან ისევ რონალდუმ იხსნა

“იუვე” წაგებისგან ისევ რონალდუმ იხსნა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტური ტურინული დერბით დაიწყო. „დერბი დელა მოლე“ „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა. შეხვედრას სტუმართათვის გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ვალტერ მაძარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო „იუვე“ კარგა ხანია ჩემპიონია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „ტორინო“ ახლოს იყო გამარჯვებასთან. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კი მორიგი უფერული თამაში ჩაატარა და რაც უნდა უმოტივაციობას დავაბრალოთ, „იუვე“ უკვე კარგა ხანია თამაშის ხარისხის მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს.

„იუვენტუსი“ ახლაც ახოლოს იყო „დერბი დელა მოლეს“ წაგებასთან, რადგან ლუკიჩის მიერ გატანილი გოლით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აგებდა. „ბებერი სინიორა“ მარცხისგან ისევ კრიშტიანუ რონალდუსგან იხსნა, რომელმაც 84-ე წუთზე გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 1:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; კუადრადო (მათეუს პერეირა 78), პიანიჩი, მატუიდი, ბერნარდესკი (დე შილიო 85); რონალდუ, კინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ; იცო, ნ’კულუ, ბრემერი; დე სილვესტრი (ძაძა 89), ლუკიჩი (ოლა აინა 79), რინკონი, მეიტე, ანსალდი; ბელოტი, ბერენგერი (ბაზელი 70), ბელოტი

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

გოლები: 0:1 ლუკიჩი (18), 1:1 რონალდუ (84)

გაფრთხილება: მატუიდი (34), ბონუჩი (71) – რინკონი (49), ლუკიჩი (68), ბრემერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …