მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერზე ვისაუბრებთ”

ალეგრი: “პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერზე ვისაუბრებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერია და ეს მიმდინარე სეზონში უკვე დაამტკიცა.

„ტორინო“

ეს მნიშვნელოვანი მატჩია, შესანიშნავი ბრძოლა იქნება. „ტორინომ“ 17 საგარეო მატჩიდან ერთადერთი წააგო. მაძარიმ საოცარი სამუშაო გასწია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „ტორინო“ სოლიდური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ინტერთან“ მეორე ტაიმში და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.

შემადგენლობა

გუნდი კარგად მოემზადა და მშვიდადაა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ თამაშს ჩავატარებთ. დაცვაში კიელინი და ბონუჩი ითამაშებენ, რუგანის ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. რონალდუ? კრიშტიანუ ძალიან მოტივირებულია, რადგან გოლების გატანა და ბომბარდირთა დავის მოგება უნდა. პინსოლიო?ის ერთ თამაშს ითამაშებს, რადგან ეს დაიმსახურა თავისი პროფესიონალიზმით. გასახდელში მისი როლი მნიშვნელოვანია, პოზიტიური პერსონაა.

მომავალი

მე შევხვდები პრეზიდენტს და დავგეგმათ მომდევნო სეზონს. ერთი თვე კიდევ გვაქვს, რომ ყველაფერი დავგეგმოთ“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩი 3 მაისს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …