ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს. Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ მზადაა მადრიდის „რეალს“ კონკურენცია გაუწიოს და მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი ტურინში დააბრუნოს.
ცნობილია, რომ პოგბა 100 მილიონ ევროდ ფასობს და შესაბამისად, ტურინელებს ხსენებული თანხის გაღება მოუწევთ. საინტერესოა, რომ თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია იტალიურ გრანდში დაბრუნებით, ხოლო „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
გარდა ამისა, „იუვენტუსსა“ და პოგბას აგენტ მინო რაიოლას შორის კარგი ურთიერთობაა, რამაც წყაროს ცნობით მოლაპარაკებებში შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.