ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი შვილი, მატეო სიცოცხლისთვის იბრძოდა. ბონუჩიმ ასევე თქვა, რომ „მილანში“ გადასვლის პერიოდში დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს პარალელურად მის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო მოხდა.
„ალეგრისთან ჩხუბი? მატეოს ჯანმრთელობის გამო ჩემს თავს ძალიან ცუდი რამხდებოდა. თითქოს რაღაც მაკლდა. მერე, როცა დრო გავიდა, მივხვდი, რომ იმ მომენტში 100%-ით ნათელი არ იყო ჩემი გონება. „მილანშიც“ ამ დროს გადავედი, მაგრამ გამიმართლა, უკან დავბრუნდი და ბედნიერი ვარ.
მატეო ორი წლის იყო, შვებულებაში ვიყავით და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა. ტურინში დავბრუნდით და გვითხრეს, რომ ლოდინის დრო აღარ იყო.
ანტონიო კონტე? ეს იყო ფუნდამენტური ჩემი განვითარებისთვის და კარიერისთვის, რომ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მისგან თამაშის ახალი სტილი მივიღე. ალეგრი? მასთან თითქმის ყოველთვის ხდება ტაქტიკური კორექცია, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო სწრაფად განვითარდე.
ანიელისთან ურთიერთობა? გამარჯვება ერთადერთი შედეგია, რაც „იუვენტუსში“ დაშვებულია. როდესაც აქ მოხვდები, მაშინვე ათვითცნობიერებ, რომ ფრე მიუღებელი შედეგია. ანიელი კარგი და ჭორსმჭვრეტელი ადამიანია, ჩვენთან ხშირად საუბრობს. 8 წლის წინ საკუთარი სტადიონის გახსნა თითქმის წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო.
ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ მიჭირს თამაში? – ბოლო წლებშ ასეთი დუვან ძაპატაა, რომელთანაც დუელი ძალიან მიძნელდება.
მომავალი? ჩინეთიდან მქონდა მნიშვნელოვანი წინადადება მქონდა, მაგრამ არ მივიღე. ეს ჩემთვის არაა. მე „იუვენტუსის“ მწვრთნელად? ალეგრის შეუძლია მშვიდად იყოს, დრო აქვს. 10-12 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ბონუჩიმ.