მთავარი / სიახლეები (გვერდი 660)

სიახლეები

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო. სერბეთთან მატჩის 31-ე წუთზე კრიშტიანუმ შეცვლა მოითხოვა და მის ნაცვლად მოედანზე პიცი გამოჩნდა. პორტუგალიელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია და დიაგნოზი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამოკვლევა ჩაუტარდება. თუმცა, Calciomercato-ს ცნობით, რონალდუს თამაში „აიაქსთან“ პირველ მეოთხედფინალურ თამაშში ძალზე საეჭვოა…

სრულად წაკითხვა »

პაოლო როსი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.  „ბებერი სინიორას“ ყოფილი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებამ „იუვეს“ დიდი თავდაჯერება შემატა. „ეჭვგარეშეა, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება „იუვესთვის“ სრული სიგიჟე იყო. ასეთი გამარჯვების შემდეგ საოცარ თვითრწმენას იღებ და „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდა. „აიაქსი“? ახალგაზრდული და საშიში გუნდია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კინმა ჩემთან და კიელინისთან საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მოიზე კინის შესახებ ისაუბრა. ბონუჩის განცხადებით, კინი „იუვეს“ დატოვებას იანვარში აპირებდა, მაგრამ მასთან და ჯორჯო კიელინისთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა. „მოიზე ჩვენთან დარჩა მას შემდეგ, რაც ჯორჯოსთან ისაუბრა, ხოლო შემდეგ ჩემთან. როდესაც კრიშტიანუსთან, დიბალასთან, დუგლას კოშტასთან ერთად ვარჯიშობ, უფრო ძლიერი უფრო სწრაფად გახდები. იმედია ზეწოლას გოლებით …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი და მენდეში ლისაბონში შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლისაბონში იმყოფება, სადაც დღეს პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩს დაესწრება. მიზეზი? – ჟოაუ ფელიში და რუბენ დიაში გახლავთ, რომლებიც „იუვეს“ თვალთახედვის არეშია. Tuttosport-ის ცნობით, პარატიჩის გარდა სტადიონზე იქნება ჟორჟე მენდეშიც, რომელიც რუბენ დიაშის აგენტია და პარატიჩი მასთან შეხვედრას გამართავს. საუბრის თემა რა თქმა უნდა, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვეს” ვარანის ყიდვას ურჩევს

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მადრიდის „რეალის“ მცველის, რაფაელ ვარანის შეძენა ურჩია. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, პორტუგალიელი ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს ლობირებს. აღსანიშნავია, რომ ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ცოტა ხნის ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს მიუხედავად ზინედინ ზიდანის დაბრუნებისა. თუმცა, ვარანის ტურინში გადაბირება მაინც რთული …

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგის ხატი – ალესანდრო დელ პიერო [VIDEO]

უეფას ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის გვერდმა ალესანდრო დელ პიერო გაიხსენა და დაწერა: “ჩემპიონთა ლიგის ხატი: ალესანდრო დელ პიერო. 88 თამაში, 41 გოლი, 1996 წლის გამარჯვებული.

სრულად წაკითხვა »

კინის დედა “იუვენტუსის” მადლობელია

მოიზე კინი, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ეს აქამდეც ცნობილი გახლდათ. 2017 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა („ბოლონიასთან“). გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ ის „ვერონაში“ გაანათხოვრა და გოლების გატანა იქაც გააგრძელა. თუმცა, ბოლო პერიოდში მან ძალიან მოუმატა. „უდინეზესთან“ დუბლის შემდეგ კინმა იტალიის ნაკრებშიც შეძლო სადებიუტო გოლის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სტადიონზე ქალთა ფეხბურთში მაყურებელთა დასწრების რეკორდი დამყარდა

იტალიის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის კალენდარული ტურის მატჩი „იუვენტუსმა“ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატარა და უშუალო კონკურენტი სოფი პედერსენის გოლით დაამარცხა. კლუბის ხელმძღვანელობამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ქალთა გუნდმა „იუვეს“ მთავარ საშინაო არენაზე პირველად ითამაშა. მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თამაშს 39 027 მაყურებელი დაესწრო და რეკორდი დამყარდა. აქამდე იტალიაში ქალთა საფეხბურთო …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “იუვე” ისტორიას წერს და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მადრიდულ გამოცემა Marca-ს ესაუბრა. ინტერვიუ ძირითადად „იუვენტუსზე“ საუბარს დაეთმო და საინტერესოც გამოვიდა. „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი – ჩემთვის დიდი სიურპირიზი არ ყოფილა, რადგან ვიცნობ „იუვეს“ და ვიცი მის მენტალიტეტს რისი გაკეთება შეუძლია. ეს ადვილი არ იყო, თუმცა იდეალური თამაში ჩაატარეს, გამოიყენეს საგოლე მომენტები …

სრულად წაკითხვა »