მთავარი / სიახლეები (გვერდი 630)

სიახლეები

ანიელისა და ალეგრის შეხვედრამ საკითხი ღია დატოვა

მასიმილიანო ალეგრისა და ანდრეა ანიელის პირველმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრას კლუბის ხელმძღვანელობის ყველა წევრი უნდა დაესწროს და არამხოლოდ პავენ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი. მოცემული ვითარებით, ორი ვარიანტია: ალეგრი „იუვესთან“ კონტრაქტის 2021 …

სრულად წაკითხვა »

კიელინი “ატალანტასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსს“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და „ატალანტას“ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ უკვე იტალიის ჩემპიონია და ამიტომ, კიელინის დანაკლისი საგანგაშო ინფორმაცია არაა. „იუვენტუსი“ ბერგამოელებს 19 მაისს ტურინში დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

კაპიტნების ისტორია: ალესანდრო დელ პიერო

ძნელია აღვწეროთ რა იყო ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსისთვის“. კაპიტანი, დროშა, ისტორია, ლეგენდა. ან უბრალოდ ალექსი, სახელი, რომელიც ერთადერთს, განუმეორებელს აღწერს ბიანკონერის ფერებში. სიყვარულის ისტორია 1993 წლის 12 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ფოჯაში ჯოვანი ტრაპატონიმ გადაწყვიტა მოედანზე 18 წლის ბიჭუნა შეეშვა ზურგზე 16 ნომრით. ის ზაფხულში „პადოვადან“ მოსულიყო და მასზე უთქვამს: „10 …

სრულად წაკითხვა »

დიბალას ძმა: “დიდი ალბათობით პაულო “იუვენტუსს” დატოვებს”

პაულო დიბალას ძმა გუსტავო დიბალა ამბობს, რომ მისი ძმა ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. გუსტავოს განცხადებით, პაულო იტალიაში ბედნიერი აღარაა. „დიდი შანსია, რომ პაულომ „იუვენტუსი“ დატოვოს, ცვლილება სჭირდება. ის კარგად იყო იტალიაში, მაგრამ ახლა ასეა არაა, ვფიქრობ სხვა ფეხბურთელებიც წავლენ. რონალდუსთან მოედნის მიღმა პრობლემები არასდროს ჰქონია, მაგრამ მოედანზე კი. არ შეუძლია მასთან …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო დე როსის: “ვიცი, ახლა რასაც გრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ დანიელე დე როსის სოციალურ ქსელში წერილი მიუძღვნა. დე როსის 18-წლიანი კარიერა „რომაში“ დასრულდა და დელ პიეროც პოსტიც ამ ამბავს დაეთმო. „შენ იყავი ლოიალური მეტოქე და დაუვიწყარი მომენტების კომპანიონი. ის სტადიონი, ის პენალტების სერია. მსოფლიოს ჩემპიონობა! მაგრამ, განსაკუთრებით ღრმა და განსაკუთრებული ადამიანი ხარ. ვიცი, …

სრულად წაკითხვა »

კანსელუ შესაძლოა მუნიემ შეცვალოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა „პარი სენ ჟერმენის“ მარჯვენა მცველი ტომას მუნიე დაიმატოს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება. ბელგიელს ფრანგებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამდეგ ზაფხულს პარიზის დატოვების დიდი შანსი ექნება. „იუვე“ კი ჟოაუ კანსელუს შემცვლელს ეძებს, რომლის თამაშით უკმაყოფილონი არიან და თანაც, …

სრულად წაკითხვა »

გრიზმანის შემცვლელად დიბალას ასახელებენ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუკავშირეს. Tuttosport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ესპანური გუნდიდან ანტუან გრიზმანის წასვლა დადასტურდა, მის მემკვიდრეთა შორის დიბალა ფავორიტია. ჯერჯერობით სხვა დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ატლეტიკოს“ გრიზმანის გარდა სავარაუდოდ, დიეგო კოშტაც დატოვებს და სიმეონე ამ ფეხბურთელების შეცვლას არგენტინული დუეტით, დიბალა-იკარდით აპირებს. მოგეხსენებათ, დიბალას „იუვეში“ წარუმატებელი …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “კლოპის დანიშვნა და პოგბას დაბრუნება იდეალური იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო „ბებერ სინიორას“ მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპს ურჩევს. „პრინცი“ Tuttosport-ს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. „ალეგრი ძალიან კარგად მუშაობს, ბევრი ტიტული მოიგო. თუმცა, თუ ის გუნდში არ დარჩება, „იუვემ“ აქცენტი კლოპზე უნდა გააკეთოს. მომწონს მისი სასიკვდილო სათამაშო სტილი და იტალიურ ფეხბურთს კარგად მოერგება. მაგრამ თუ ალეგრი დარცება, …

სრულად წაკითხვა »

დე ლაურენტისი: “იუვენტუსის” ნამდვილი მწვრთნელი რონალდუა”

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ ნამდვილი მწვრთნელი კრიშტიანუ რონალდუა. ამის შესახებ ნეაპოლელთა მეპატრონემ დღეს იტალიურ მედიას განუცხადა: „იუვენტუსის“ ნამდვილი მწვრთნელი რონალდუა. ის არის ლიდერი, ის არის გასახდელის კაცი. მახსოვს ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დროს სათადარიგო სკამიდან მწვრთნელზე მეტად უყვიროდა და ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს“, – თქვა დე ლაურენტისმა.

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ყველაზე ძლიერი მცველი ვის წინააღმდეგაც მითამაშია, კიელინია”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა მიიჩნევს, რომ ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია. ბრაზილიელმა ინსტაგრამში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი და პასუხი ასეთი იყო: „ყველაზე ძლიერი მცველი ვინ არის, ვის წინააღმდეგაც გითამაშია? – კიელინი“.

სრულად წაკითხვა »