ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მილანში ჩავიდა და „ინტერს“ დიდ იტალიურ დერბიში დაუპირისპირდა.
მატჩი მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებს სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა პრინციპული იყო.
„იუვემ“ პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა და წააგო. მეშვიდე წუთზე რაჯა ნაინგოლანმა შორი მანძილიდან დაარტყა და ვოიცეხ შჩესნიც არ ყოფილა დამაჯერებელი. „ბებერმა სინიორამ“ 62-ე წუთზე გაათანაბრა. მირალემ პიანიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე კომბინაცია პორტუგალიელის ძალიან ეფექტური გოლით დასრულდა.
შეხვედრაც ასე დასრულდა. „იუვენტუსს“ 88 ქულა აქვს და ანტონიო კონტეს 2014 წელს დაფიქსირებული რეკორდის მოხსნა შეუძლებელი გახდა. მაშინ კონტეს გუნდმა სეზონი 102 ქულით დაასრულა, ხოლო „იუვენტუსის“ მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში 100 ქულა იქნება.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:0)
მილანი, „ჯუზეპე მეაცა“
„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (ჟოაო მარიო 80), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 75), პერიშიჩი; იკარდი (ლაუტარო მარტინესი 82)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო (სპინაცოლა 49); ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი (კინი 60); კუადრადო, რონალდუ, ბერნარდესკი (პერეირა 86)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (7), 1:1 რონალდუ (62)
გაფრთხილება: პერიშიჩი (44) – კუადრადო (48), კიელინი (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ლუკა ბანტი