ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა მილანის „ინტერს“ მაურო იკარდის სანაცვლოდ რომელიმე ფეხბურთელი დაუთმოს – პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი ან ჟოაუ კანსელუ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ იკარდის იგუაინში გაცვლა მილანურმა მხარემ იაუარა, ტურინელები მაინც იმედოვნებენ, რომ „ნერაძურის“ დაყოლიებას შეძლებენ და არგენტინელ ფორვარდს ხელში ჩაიგდებენ.
შეგახსენებთ, რომ იკარდის „ინტერში“ კონფლიქტი აქვს და გუნდის დატოვება უნდა. მაურომ მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 16 გოლი გაიტანა.