ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯორჯოს განცხადებით, გუნდმა მეორე ტაიმში ჩვეული თამაში ჩაატარა.
„გვინდა კარგად გავაგრძელოთ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო უკვე მოვიგეთ. მეორე ტაიმში ნამდვილი „იუვე“ ვიხილეთ, ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც სკუდეტო მოიგო. თამაშები, რომელსაც ვატარებთ ჩვენთვის სტიმულია. დღეს კმაყოფილები ვართ, რომ კარგი თამაში ჩავატარეთ და არ წავაგეთ“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერთან“ ქულა კრიშტიანუ რონალდუს გოლით გადაარჩინა.