ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა „ინტერთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა მეორე ტაიმში უფრო კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია აღარ აქვთ, სეზონის დარჩენილ ნაწილში მაქსიმუმისთვის ითამაშებენ.
„მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ნახევარში. ჩვენ რამდენიმე სისტემა გამოვცადეთ და სწორი გზა ვიპოვეთ. სკუდეტო მოვიგეთ, მაგრამ გვინდა სეზონი კარგად გავაგრძელოთ, რადგან პროფესიონალები ვართ“, – თქვა ემრე ჯანმა.