მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “მინდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის თასი იტალიაში ჩამოვიტანოთ”

ბენტანკური: “მინდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის თასი იტალიაში ჩამოვიტანოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა განაცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ კარიერის ბოლომდე სიამოვნებით დარჩებოდა.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ასევე დასძინა, რომ უნდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგა „იუვემ“ მოიგოს და თასი იტალიაში ჩაიტანოს:

„იუვესთან“ ერთად ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოგება საოცარი იყო. ეს ყველა ფეხბურთელის მიზანია ისეთ მნიშვნელოვან გუნდში, როგორიც ჩვენია. ძალიან კმაყოფილი ვარ და ახლაც ვზეიმობ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.

ახლა მინდა სეზონის საუკეთესოდ დავასრულო, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვისა.

ეს იყო ჩვენთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ სკუდეტო კიდევ ერთხელ მოვიგეთ. პოზიტიურია ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწელს ვთამაშობთ და შანსი კიდევ გვექნება. კონცენტრირებულები ვართ მომდევნო სეზონზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის თასის იტალიაში ჩამოტანა გვინდა.

„ინტერთან“ მატჩი? სკუდეტო უკვე ჩვენია, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს დავიმსახურეთ, შესაბამისად, „სან სიროზე“ პოზიტიურ „იუვეს“ ველოდები. რთული და ლამაზი თამაში იქნება დიდებულ სტადიონზე. მომავალი? ჩემი გადასაწყვეტი, რომ იყოს, აქ მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, „იუვე“ წარმოუდგენელი გუნდია. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ გვქონია საუბარი იმიტომ, რომ სამწლიანი ხელშეკრულება ისევ მაკავშირებს. ამიტომ მინდა, თითოელი მომენტით ვისარგებლო“, – თქვა ბენტანკურმა Sky Sport-თან საუბარში.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …