ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს გუნდის დატოვებას აპირებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მასთან კონფლიქტი არ აქვს. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა.
„ამ წელს ძალიან ბევრი ვისწავლე დიდი ადამიანებისგან, მეგობრბეისგან და პროფესიონალებისგან. მინდა „იუვენტუსში“ გავაგრძელო კარიერა და ჩემი მომავალი აქ დავწერო. ერთი წლის შემდეგ ძალიან განვითარდი, ბევრ ასპექტში. როდესაც საუკეთესოებთან ვარჯიშობ ავტომატურად ვითარდები. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დუგლას კოშტა, რონალდუ, დიბალა, კიელინი, ბონუჩი. მინდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გავხდე.
პირველ დღეებში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე პიანიჩმა მოახდინა. ის ძალიან ჭკვიანი და ნამდვილად დიდი ფეხბურთელია.
„ფიორენტინასთან“ მატჩის საწყისი 30 წუთი ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის გამო ძალიან მძიმე იყო და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოვახერხეთ თამაშის კონტროლი. მეტოქისგან რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა გამოგვეპარა, მაგრამ სკუდეტო მოვიპოვეთ, რაც ჩვენი მიზანი იყო.
იტალიაში როდესაც ჩამოვედი, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ესპანეთში ტექნიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აქ ტაქტიკა ნამდვილად ფუნდამენტურია. სპალეტი ძალიან დამეხმარა და მისი მადლიერი ვარ. „ინტერში“ გატარებული საწყისი 6 თვე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რამაც საშუალება მომცა „იუვეში“ გადავსულიყავი, იტალიის საუკეთესო გუნდში, მასიმილიანო ალეგრისთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. დიდი ადამიანია და აქ კიდევ უფრო მეტი ვისწავლე.
ეჭვგარეშეა, რომ ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი დანი ალვეშია, მას იქედა მოყოლებული ვუყურებდი, როცა ფეხბურთს თამაშს ვიწყებდი, ხოლო ის „სევილიაში“ თამაშბდა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორია დაწერა და როდესაც კარიერას დაასრულებს, ლეგენდა გახდება.
კრიშტიანუ ასეთია: მუშაობა, ნიჭი და ერთგულება. ეს ასპექტები მას საუკეთესოს ხდის. ოქროს ბურთი ხუთჯერ შემთხვევით არ მოუგია, ამას შრომის წყალობით მიაღწიადიდებული სპორტსმენი და პროფესიონალია. ჩვენ, ახალგაზრდებმა კი, მისგან უნდ ვისწავლოთ.
#AllegriOut-ზე ლაიქი საოციალურ ქსელში? – პატიოსნად ვამბობ, რომ ეს მე არ გამიკეთებია. ალეგრი მსოფლიოში გამორჩეულია და მასზე ყოველთვის კარგად ვისაუბრებ, მისი სამწვრთნელო ხარისხის შესახებ. „იუვენტუსში“ ბევრი ტიტული მოიგო და ასევე „მილანშიც“. ეს იყო ცრუ ინფორმაცია იმისგან, ვისაც სურს ჩემსა და მწვრთნელს შორის პოლემიკა ჩამოაგდოს. ალეგრის ძალიან ვაფასებ, დიდი პიროვნებაა და დღეს აქ რომ ვარ, მისი დიდი დამსახურებაა“, – თქვა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჟოაუ კანსელუ გასულ ზაფხულს „ვალენსიადან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა. იქამდე კი, ერთი სეზონი იჯარით „ინტერში“ გაატარა. მიმდინარე სეზონში 30 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.