ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად კრიშტიანუ რონალდუს პეპ გვარდიოლას ხილვა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, კრიშტიანუ „მანჩესტერ სიტიში“ ესპანელი სპეციალისტის მუშაობით მოხიბლულია და ისურვა, რომ მომავალი სეზონიდან „იუვენტუსში“ დაინიშნოს.
გვარდიოლას „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „იუვენტუსიდან“ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება კი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ აქტუალური გახდა. განსაკუთრებით, გულშემატკივრები აქტიურობენ, რომელიც მისი ტურინიდან წასვლის მხარდამჭერები არიან.