მთავარი / სიახლეები (გვერდი 670)

სიახლეები

მანჯუკიჩი „იუვეში“ რჩება

ტურინის „იუვენტუსი“ და მარიო მანჯუკიჩი თანამშრომლობას აგრძელებენ. Tuttosport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია – ხორვატი ხელშეკრულებას 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. მიმდინარე კონტრაქტი მარიოს 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირების, ახალი შეთანხმების საფუძველზე კი ხელფასის სახით სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს. შეგახსენებთ, რომ მარიო …

სრულად წაკითხვა »

ბუფონის შვილი: “იმედია “იუვე” შემდეგ ეტაპზე გავა, თორემ ღარიბი ჩემპიონთა ლიგა გველოდება”

ჯანლუიჯი ბუფონის შვილი ლუის ბუფონი ჩემპიონთა ლიგიდან პსჟ-ს გავარდნას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ ეტაპზე „იუვენტუსი“ მაინც გავა. „კიდევ ერთი წარუმატებელი ჩემპიონთა ლიგა. აგებ მაშინაც კი, თუ მთელი თამაში შეტევაში ხარ… იმედია, „იუვენტუსი“ შემდეგ ეტაპზე გავა, თუ არადა, ღარიბი ჩემპიონთა ლიგა გველოდება“, – თქვა ლუისმა.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “უდინეზესთან”

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს „უდინეზეს“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრიმ მატჩამდე დააანონსა, რომ ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და კრიშტიანუ რონალდუ დაისვენებენ. ამის ფონზე, იტალიური მედიის ვარაუდით, „იუვეს“ სასტარტო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში ასეთი იქნება: შჩესნი; კასერესი, ბარძალი, რუგანი, სპინაცოლა; ემრე ჯანი, ბენტანკური, მატუიდი; ბერნარდესკი, კინი, დიბალა შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

მორეირო: “იუვენტუსი” კრიზისში არაა”

იტალიის ნაკრების, „რომასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო მორეირო „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ტურინული გრანდი კრიზისში არაა და ამის დამტკიცებას „ატლეტიკოსთან“ ეცდება. გარდა ამისა, მორერიომ ანტონიო კონტეს შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა. „იუვენტუსი“ კრიზისში არაა. ის შეხვდა „ნაპოლის“, რომელიც იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ასეთ თამაშს ველოდი. ველოდები „ატლეტიკოსთან“ მატჩს. ყველას მიაჩნია, …

სრულად წაკითხვა »

მანიშე: “იუვეს” “ატლეტიკოს” დასამარცხებლად სწრაფი გოლი და აგრესიული თამაში სჭირდება”

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი მანიშე, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მეგობარია, „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. მანიშეს თავის დროზე „ინტერსა“ და „ატლეტიკოშიც“ უთამაშია. მასთან საინტერესო ინტერვიუ Gazzetta Dello Sport-მა ჩაწერა. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ „იუვემ“ აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს. – ფიქრობთ, რომ „იუვენტუსი“ შემდეგ ეტაპზე გავა? – …

სრულად წაკითხვა »

ალესიო: “კონტემ ყველაფერი იცის, მაგრამ “იუვეს” ახლა ზიდანი სჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ანტონიო კონტეს ასისტენტმა ანჯელო ალესიომ Sport Italia-ს ეთერში „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ მწვრთნელების შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კონტეს დაბრუნება შესაძლებელია, რადგან ამ გუნდის შესახებ ყველაფერი იცის, მაგრამ „იუვეს“ ზინედინ ზიდანი სჭირდება: „სპალეტი? – ის „ინტერში“ საქმეს კარგად აკეთებს და თუ ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერი“ კვალიფიცირდება, მწვრთნელის …

სრულად წაკითხვა »

ესპანელი ჟურნალისტი: “ზიდანმა ანიელის სიტყვა მისცა”

ესპანური გამოცემის, As-ის ჟურნალისტი სერხიო გომესი საკუთარი ტვიტერის გვერდზე „იუვენტუსისთვის“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ზიდანი „იუვეს“ მწვრთნელი გახდება. „არამგონია, რომ ზიდანი „რეალში“ დაბრუნდეს. ზიდანმა ანდრეა ანიელის დაპირება მისცა, რომ ალეგრის შემდეგ სწორედ ის იქნება „იუვენტუსის“ მწვრთნელი. ზიდანი სიტყვის კაცია“, – დაწერა გომესმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ზიდანის გარდა ანტონიო კონტესა …

სრულად წაკითხვა »

მარსელომ “იუვესთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა

მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო ზაფხულში დიდი ალბათობით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. ესპანური გამოცემა As-ი La Stampa-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფეხბურთელმა იტალიელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. მარსელო „იუვესთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტურინში გადასვლა თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელიც “რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი “იუვეს” გულშემატკივრებით უკმაყოფილოა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ბებერი სინიორას“ გულშემატკივრებით უკმაყოფილოა და მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ალეგრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ფროზინონესთან“ ტრიბუნები სავსე იყო, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მატჩი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა – მიზეზი გულშემატკივრების პასიურობაა. „იმედია, რომ ტიფოზები ხვალ მოვლენ სტადიონზე და იმხიარულებენ. „ფროზინონესთან“ თითქოს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვთამაშობდით“, – …

სრულად წაკითხვა »

კიელინი ისტორიის დაწერასთან ერთ ნაბიჯშია

ჯორჯო კიელინი ისტორიის დაწერას აგრძელებს. მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, რომ კიელინი „უდინეზესთან“ არ ითამაშებს, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, ან შეცვლაზე მაინც ჩაერთო თამაშში, ეს მისთვის „იუვეს“ მაისურით მე-500 თამაში იქნება. ეს ნამდვილად ისტორიაა, რადგან „ბებერი სინიორას“ რიგებში მსგავსი შედეგით მხოლოდ ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, გაეტანო შირეა და ჯუზეპე ფურინიო დაიკვეხნიან.

სრულად წაკითხვა »