მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩი „იუვეში“ რჩება

მანჯუკიჩი „იუვეში“ რჩება

ტურინის „იუვენტუსი“ და მარიო მანჯუკიჩი თანამშრომლობას აგრძელებენ. Tuttosport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია – ხორვატი ხელშეკრულებას 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.

მიმდინარე კონტრაქტი მარიოს 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირების, ახალი შეთანხმების საფუძველზე კი ხელფასის სახით სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსს“ 2015 წლის ზაფხულში „ატლეტიკოდან“ შეუერთდა და ქომაგებს თავი ბრძოლისუნარიანობით შეაყვარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …