მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო ზაფხულში დიდი ალბათობით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. ესპანური გამოცემა As-ი La Stampa-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფეხბურთელმა იტალიელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
მარსელო „იუვესთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტურინში გადასვლა თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელიც “რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს ვეღარ ხვდება.
30 წლის მარსელომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 24 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე საგოლე პასი გააკეთა.