მთავარი / სიახლეები / ალეგრი “იუვეს” გულშემატკივრებით უკმაყოფილოა

ალეგრი “იუვეს” გულშემატკივრებით უკმაყოფილოა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ბებერი სინიორას“ გულშემატკივრებით უკმაყოფილოა და მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ალეგრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ფროზინონესთან“ ტრიბუნები სავსე იყო, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მატჩი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა – მიზეზი გულშემატკივრების პასიურობაა.

„იმედია, რომ ტიფოზები ხვალ მოვლენ სტადიონზე და იმხიარულებენ. „ფროზინონესთან“ თითქოს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვთამაშობდით“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ 8 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …