ჯორჯო კიელინი ისტორიის დაწერას აგრძელებს. მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, რომ კიელინი „უდინეზესთან“ არ ითამაშებს, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, ან შეცვლაზე მაინც ჩაერთო თამაშში, ეს მისთვის „იუვეს“ მაისურით მე-500 თამაში იქნება.
ეს ნამდვილად ისტორიაა, რადგან „ბებერი სინიორას“ რიგებში მსგავსი შედეგით მხოლოდ ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, გაეტანო შირეა და ჯუზეპე ფურინიო დაიკვეხნიან.