ლონდონის „არსენალის“ კაპიტანი ტონი ადამსი მიიჩნევს, რომ „არსენალი“ „იუვენტუსზე“ დიდი გუნდია. ამიტომ, მას ვერ გაუგია, რატომ გადავიდა აარონ რემზი ლონდონიდან ტურინულ გრანდში.
„რატომ გადავიდა რემზი „იუვენტუსში“? კლუბში, რომელიც „არსენალზე“ პატარაა. ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვფიქრობ, მაგრამ სხვა ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ, შესაძლოა, რომ „კარდიფი“ უფრო დიდი გუნდია“, – განაცხადა ადამსმა.
შეგახსენებთ, რომ რემზი 1 ივლისიდან „იუვეს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.