„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მეტოქეს პრობლემები არ აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას უსურვებს.
„სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში „იუვენტუსი“ არავის დაუმარცხებია და თუ ეს გვინდა, მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ. თუმცა, რეალისტი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება იქნება გასაოცარი. მნიშვნელოვან სტადიონზე ვითამაშებთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორი თამაში და ერთი იტალიის თასზე წააგო. პრაქტიკულად იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ.
მნიშვნელობა არ აქვს ალეგრი მოედანზე რა შემადგენლიბას გამოიყვანს, რადგან „იუვეს“ პრობლემები არ აქვს. თუ კიელინი და ბონუჩი არ ითამაშებენ, ბარძალი, რუგანი ან კასერესი იქნებიან მოედანზე. მინდა, რომ „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა ნიკოლამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა 8 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.