მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „იუვენტუსთან“ სათადარიგო სკამზე იქნება. უეფაში არგენტინელის ჟესტზე იმსჯელეს, თუმცა მხოლოდ ფინანსური ჯარიმა დააკისრეს.
სიმეონე 20 ათას ევროს გადაიხდის, ხოლო გუნდს ჩვეულებრივ უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ 12 მარტს უმასპინძლებს.