ჯანლუიჯი ბუფონის შვილი ლუის ბუფონი ჩემპიონთა ლიგიდან პსჟ-ს გავარდნას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ ეტაპზე „იუვენტუსი“ მაინც გავა.
„კიდევ ერთი წარუმატებელი ჩემპიონთა ლიგა. აგებ მაშინაც კი, თუ მთელი თამაში შეტევაში ხარ… იმედია, „იუვენტუსი“ შემდეგ ეტაპზე გავა, თუ არადა, ღარიბი ჩემპიონთა ლიგა გველოდება“, – თქვა ლუისმა.