მთავარი / სიახლეები (გვერდი 690)

სიახლეები

დუგლას კოშტასა და ბერნარდესკის ტრავმების შესახებ

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმასთან“ (3:3) გარდა ორი ქულისა, ორი ფეხბურთელიც დაკარგა. დუგლას კოშტამ და ფედერიკო ბერნარდესკიმ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს. თავდაპირველად ბრაზილიელი შეცვალეს, რომელმაც მუხლში დისკომფორტი იგრძნო. მის ნაცვლად ბერნარდერსკი ჩაერთო თამაშში, მაგრამ 87-ე წუთზე მასაც იძულებით მოუწია მინდვრიდან გასვლა. ფედრიკომ ტანის მარცხენა არეში მიიღო დაზიანება. ორივე ფეხბურთელი სიტუაცია უახლოეს დღეებში …

სრულად წაკითხვა »

ორდღიანი შვებულება

„პარმასთან“ მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში შვებულება გამოაცხადა. ტურინელები კვირას და ორშაბათს დაისვენებენ და საწვრთნელ პროცესს სამშაბათს, „კონტინასას“ ბაზაზე განაახლებენ. შესაბამისად, დაიწყება „სასუოლოსთან“ მატჩისთვის მზადება. „იუვე“ მომდევნო შეხვედრას სწორედ რობერტო დე ძერბის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც რეჯიო ემილიაში 10 თებერვალს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “პარმა”: ფეხბურთელთა შეფასება

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმასთან“ (3:3) მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და კრიტიკის ობიექტი ერთი კვირის განმავლობაში მეორედ გახდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – დასაწყისში სწორედ მისი წყალობით გადარჩა „იუვე“ კიდევ ერთ წარუმატებელ დასაწყისს. კანსელუ 5.5 – ხარისხის მანევრირებას ახდენდა, დუგლას კოშტასთან შეთამაშებაც იგრძნობოდა, მაგრამ პოტენციურად შედეგი ვერ გამოიღო. დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “საგანგაშო არაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „პარმასთან“ დუბლი შეასრულა და გოლებით კმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ შედეგით – არა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერია. „გოლებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით – არა. ეს ფეხბურთია: ბოლო წუთებში უყურადღებოდ ვიყავით და „პარმამ“ ისარგებლა ჩვენი შეცდომებით. მძიმე სამუშაო? არა, არ ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელი შედეგები ამის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მოსაგებად თავდაცვა აუცილებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარმასთან“ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა დაცვაში გუნდის თამაშით და განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა. „უფრო მეტი ბალანსი უნდა ვიპოვოთ, არ შეიძლება მეოთხე ან მეხუთე გოლზე ფიქრი ერთ თამაშში. ხშირად დაცვაში ორი-ორზე ვრჩებოდით, ორთაბრძოლები კი ზოგჯერ მოვიგეთ, ზოგჯერ კი წავაგეთ. …

სრულად წაკითხვა »

უფსკრული დაცვაში

„იუვენტუსისთვის“ წარუმატებელი პერიოდი გრძელდება. ბერგამოში იტალიის თასზე მტკივნეული მარცხის შემდეგ „იუვეს“ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეძლო რეაბილიტაცია, მაგრამ „პარმას“ ვერაფერი დააკლო. ორი თამაში და 6 გაშვებული გოლი. ეს შესაძლოა ზოგიერთებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, მაგრამ „იუვესთვის“ არადამახასიათებელი და ძალიან უარყოფით შედეგია. დუვან ძაპატადან ჟერვინიომდე – ტურინელთა დაცვაში დიდი პრობლემებია. რა თქმა უნდა, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ – იანვრის MVP

ტურინის „იუვენტუსის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა გაავრცელა. იანვარში რონალდუს ერთადერთმა გოლმა „იუვენტუსს“ ტიტული, კერძოდ, იტალიის სუპერთასი მოუტანა. პორტუგალიელს კუთვნილ ჯილდოს დღეს, „პარმასთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “პარმასთან”

დღეს, „იუვენტუსი“ „პარმას“ დაუპირისირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, იტალიური მედია „ბებერი სინიორას“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ასეთია: პერინი; კანსელუ, რუგანი, კასერესი, სპინაცოლა; ხედირა, პიანიჩი, ბერნარდესკი; დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” მარსელოს კონტრაქტი გაამზადა

ტურინის „იუვენტუსში“ მარსელოს ტრანსფერი როგორც ჩანს, კიდევ უფრო რეალური ხდება. Tuttosport-ი ამჯერად რეალურ ციფრებს ასახელებს. როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, „იუვე“ მზადაა „რეალს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბუნებრივია, მარსელოს სანაცვლოდ. ამასობაში გამზადებულია თავად ფეხბურთელის პირადი კონტრაქტიც: 12 მილიონი ევრო სეზონში და 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ თავად მარსელოც თანახმაა …

სრულად წაკითხვა »

ლეგენდარული BBC-ის გარეშე

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს, სერია A-ს 22-ე ტურში „პარმას“ უმასპინძლებს. „იუვეს“ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს და ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის გარეშე ითამაშებს. საინტერესოა, რომ 2012 წლის მარტიდან მოყოლებული ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ლეგენდარული ტრიო BBC-ის ერთი წარმომადგენელი მაინც მოედანზე ან სათადარიგო სკამზე არ იქნება. ამის ფონზე, დღეს …

სრულად წაკითხვა »