მთავარი / სიახლეები / მანიშე: “იუვეს” “ატლეტიკოს” დასამარცხებლად სწრაფი გოლი და აგრესიული თამაში სჭირდება”

მანიშე: “იუვეს” “ატლეტიკოს” დასამარცხებლად სწრაფი გოლი და აგრესიული თამაში სჭირდება”

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი მანიშე, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მეგობარია, „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

მანიშეს თავის დროზე „ინტერსა“ და „ატლეტიკოშიც“ უთამაშია. მასთან საინტერესო ინტერვიუ Gazzetta Dello Sport-მა ჩაწერა. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ „იუვემ“ აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს.

– ფიქრობთ, რომ „იუვენტუსი“ შემდეგ ეტაპზე გავა?

– ვფიქრობ,რ ომ „იუვე“ ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგან „ატლეტიკოს“ ხვდება. თუმცა, კვალიფიცირების საკითხი დახურული არაა. „იუვენტუსს“ ჯერ კიდევ აქვს შანსი, „როხიბლანკოს“ გამოთიშვის, მაგრამ ამისთვის აგრესიული თამაში იქნება საჭირო. „ბებერი სინიორა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც შემადგენლობის მხრივ ბევრი არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. მას შეუძლია ნებისმიერი თამაშის ბედი თავისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

– როგორ უნდა ითამაშოს „იუვენტუსმა“ თუ „ატლეტიკოს“ დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს?

– „იუვეს“ სხვა არჩევანი არ აქვს… პირველივე წუთიდან შეტევა მოუწევს და შეეცდება მაქსიმალურად სწრაფად გაიტანოს პირველი გოლი. „ატლეტიკო“ კი, ის გუნდია, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც მეტოქე თამაშს აკონტროლებს. ტაქტიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც კონტრშეტევაზე ძალიან ძლიერია. დიდ თამაშს ველოდები.

– ვის გამოარჩევდით ორივე გუნდიდან?

– ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. „იუვედან“ რონალდუს, კანსელუს, პიანიჩის, დიბალასა და მანჯუკიჩს გამოვყოფდი, ხოლო „ატლეტიკოდან“ ობლაკს, გრიზმანს, მორატას, საულსა და გოდინს.

– ფიქრობთ, რომ რონალდუ ბოლო დროს რთულ პერიოდს განიცდის?

– არ ვფიქრობ, რომ რონალდუს ცუდი მომენტი უდგას. ის გადამწყვეტი მოთამაშეა და მომავალშიც ასე იქნება. „იუვენტუსს“ ძალიან გაუმართლა, რომ კრიშტიანუ ჰყავს.

– რა გახსენდებათ ყველაზე კარგად „იუვენტუსთან“ მიმართებაში?

– როდესაც „ინტერში“ ვთამაშობდი, „იუვეს“ წინააღმდეგ ვითამაშე და გოლიც გავუტანე ძალიან დიდ ბუფონს.

– როგორც ბევრი ამბობს, „იუვენტუსის“ პრობლემა ალეგრია?

– მე არ ვარ „იუვენტუსის“ ნაწილი და ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ ალეგრი „იუვეს“ პრობლემა არაა. ეს არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო და წელსაც აუცილებლად მოიგებს.

– რონალდუს კარგად იცნობთ. შეგიძლიათ მასზე ანეგდოტი მოყვეთ?

– მე კარგად ვიცნობ რონალდუს, დიდი ხანია მეგობრები ვართ. ბევრი რამ მის შესახებ ჩემს წიგნში „მანიშე 18“ გავიხსენე და ეს წიგნი სულ მალე გამოიცემა.

– ფიქრობთ, რომ „ინტერი“ მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის „იუვეს“ კონკურენტი იქნება?

– რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობით გუნდს შეუძლია კონკურენციის გაწევა, თუმცა, „ბიანკონერი“ ისევ დარჩება ყველაზე ძლიერად.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …