ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ანტონიო კონტეს ასისტენტმა ანჯელო ალესიომ Sport Italia-ს ეთერში „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ მწვრთნელების შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, კონტეს დაბრუნება შესაძლებელია, რადგან ამ გუნდის შესახებ ყველაფერი იცის, მაგრამ „იუვეს“ ზინედინ ზიდანი სჭირდება:
„სპალეტი? – ის „ინტერში“ საქმეს კარგად აკეთებს და თუ ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერი“ კვალიფიცირდება, მწვრთნელის შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ. რაც შეეხება „იუვეს“, ყველა ალეგრის წასვლაზე საუბრობს და ალბათ ასეც იქნება.
ამჯერად „იუვენტუსში“ უცხოელი მწვრთნელი მესახება, სავარაუდოდ, ზიდანი. ის ანტონიო კონტეს შემდეგ ყველაზე კარგად იცნობს აქაურ გარემოს. შესაძლოა კონტეც დაბრუნდეს, ანტონიომ ყველაფერი იცის „იუვენტუსის“ შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, ტურინელებმა არჩევანი ზიდანზე უნდა შეაჩერონ“, – განაცხადა ალესიომ.