იტალიის ნაკრების, „რომასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო მორეირო „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ტურინული გრანდი კრიზისში არაა და ამის დამტკიცებას „ატლეტიკოსთან“ ეცდება.
გარდა ამისა, მორერიომ ანტონიო კონტეს შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა.
„იუვენტუსი“ კრიზისში არაა. ის შეხვდა „ნაპოლის“, რომელიც იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ასეთ თამაშს ველოდი. ველოდები „ატლეტიკოსთან“ მატჩს. ყველას მიაჩნია, რომ „ატლეტიკო“ შემდეგ ეტაპზეა, მაგრამ მე ბრძოლას ველი, რადგან ალეგრის შურისძიების სურვილი ექნება. „იუვე“ ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ძლიერ გუნდად რჩება.
კონტეს „იუვეში“ დაბრუნება? ეს ვის არ უნდა? მნიშვნელოვანი მწვრთნელია და ნორმალურია, რომ მისმა სახელმაც გაიჟღერა. მას ყველანაირი მახასიათებლები აქვს ამ პოსტისთვის. ბევრი რამ პროექტზე იქნება დამოკიდებული, თუმცა „იუვეს“ უკვე ჰყავს მნიშვნელოვანი მწვრთნელი“, – განუცხადა მორეირომ RMC Sport-ს.