მთავარი / სიახლეები (გვერდი 323)

სიახლეები

ბუფონის დებიუტი 25 წლის წინ: “მაშინ სამყარო სხვანაირი იყო”

ზუსტად 25 წლის წინ, პროფესიონალურ ფეხბურთში ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი შედგა. 1995 წლის 19 ნოემბერს, 17 წლის ბუფონმა „პარმასა“ და „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა. დებიუტი შესანიშნავი გამოდგა, რობერტო ბაჯოს, ჟორჟ ვეასა და ზვონიმირ ბობანის წინააღმდეგ პატარა ჯიჯიმ დიდებულად ითამაშა და გუნდს ქულის მოპოვებაში ლამაზი სეივებით დაეხმარა (0:0). მას შემდეგ 25 წელი გავიდა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ლოკატელის დათმობას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას მანუელ ლოკატელის ტრანსფერით აპირებს. ანდრეა პირლოს ახალგაზრდა იტალიელი ძალიან მოსწონს და მისი ყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. მიუხედავად ამისა, ტურინელები დანებებას არ აპირებენ და „სასუოლოსთან“ ისევ დაიწყებენ მოლაპარაკებას. აღსანიშნავია, რომ ლოკატელის პროგრესი აქვს, კლუბშიც შესანიშნავად თამაშობს და იტალიის ნაკრებშიც ბოლო დროს კარგი …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო პოგბას: “პოლ, გთხოვ, “იუვეში” დაბრუნდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ პოლ პოგბას „იუვეში“ დაბრუნება სთხოვა. ფრანგი ნახევარმცველი „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და თავადაც განაცხადა, რომ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს. პოგბამ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მარკიზიო დააკომენტარა: „გთხოვ მოდი „იუვენტუსში“. შენ ისევ ბედნიერი იქნები და მეც“, – წერს კლაუდიო. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბენდტნერი: “იუვეში” 10-12 ფეხბურთელი სიგარეტს ეწეოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ბრიტანულ მედიასთან იტალიაში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი სიგარეტს ეწეოდა. „პირველად რომ მივედი, თავიდან ბიჭები ვერ ვნახე და უცნაური იყო. შემდეგ ტუალეტში შევედი და 10-12 ფეხბურთელი დამხვდა, რომლებიც ყავას სვამდნენ, საუბრობდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო და მივხვდი, …

სრულად წაკითხვა »

რაულ ხიმენესი: “ზაფხულში “იუვენტუსი” ჩემი ტრანსფერით დაინტერესებული იყო”

ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა განაცხადა, რომ ზაფხულში მისი შეძენით „იუვენტუსი“ იყო დაინტერესებული, თუმცა შეთანხმება არ შედგა. „ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემი დამატება „იუვენტუსს“ უნდოდა, მეორე დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს“, ეს არის ის, რაც ვიცი, მაგრამ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია“, – აღნიშნა ხიმენესმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ზაფხულში ფორვარდის შეძენას გამალებით ცდილობდა და …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ ტრავმის გამო იტალიის ნაკრები შეკრება დატოვა

ლეონარდო ბონუჩი ტრავმირებულია. 33 წლის მცველმა იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა, რისი მიზეზიც კუნთის ტრავმაა. „არ შემიძლია გუნდთან ერთად ყოფნა. ბოლო 20 დღე რთული იყო, განსაკუთრებით „ლაციოსთან“ მატჩის ბოლო ნახევარი საათი. იმედი მქონდა, რომ გამივლიდა, მაგრამ ტკივილი ისევ მაქვს. იძულებული ვარ გავჩერდე. ახლა ტურინში შევაფასებთ სიტუაციას. სამწუხაროდ, ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” “ბაიერნიდან” ალაბას უფასოდ დამატება უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ დავიდ ალაბას შეძენას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, ფაბიო პარატიჩი ზაფხულში ავსტრიელის გაფორმებას ეცდება. ალაბას „ბაიერნთან“ კონტრაქტი ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ მას არ გაახანგრძლივებს. შესაბამისად, კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს. სწორედ ამ გარემოებით უნდა პარატიჩიმ ისარგებლოს. აღსანიშნავია, რომ ალაბა „ბაიერნის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ კლუბის …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო და დე ლიხტი გამოჯანმრთელდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ მცველები, მატიას დე ლიხტი და ალექს სანდრო გამოუჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სანაკრებო პაუზის შემდეგ ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნებიან. ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ორივე ფეხბურთელი უახლოეს მატჩში, „კალიარსთან“ სათამაშოდ, მაგრამ ფაქტია, მათი დაბრუნება მოახლოვდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არც ბრაზილიელ და არც ნიდერლანდელ ფეხბურთელს …

სრულად წაკითხვა »

პირლო ზაფხულში ორ ფეხბურთელს ითხოვდა, რომლებიც ხელმძღვანელობამ ვერ შეიძინა

იტალიური მედია იტყობინება, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსს“ ორი ფეხბურთელის შეძენა დანიშვნისთანავე მოსთხოვა, რაც ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო. პირველი „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო გახლდათ, რომლის ნაცვლად ტურინელებმა ალვარო მორატა იყიდეს. ბოსნიელის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულიც იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა. მეორე კი „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელია, რომლის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვეს და „იუვენტუსში“ …

სრულად წაკითხვა »

რომანო: “რომ არა კორონავირუსი, პოგბას “იუვეში” დაბრუნება გადაწყვეტილი იყო”

ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, რომ კორონავირუსმა პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება ჩაშალა. როგორც მან განაცხადა, გასულ ზამთარს ფრანგი ფეხბურთელი და „იუვე“ შეთანხმდნენ ყველა დეტალზე დაპოგბა ტურინში ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. მიზეზი კორონავირუსია, რამაც ფინანსური კრიზისი წარმოშვა და „იუვენტუსმა“ პოგბას შესაძენი ფინანსური რესურსი (პლიუს ხელფასი) ვერ გამონახა. …

სრულად წაკითხვა »