ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ პოლ პოგბას „იუვეში“ დაბრუნება სთხოვა. ფრანგი ნახევარმცველი „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და თავადაც განაცხადა, რომ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს.
პოგბამ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მარკიზიო დააკომენტარა:
„გთხოვ მოდი „იუვენტუსში“. შენ ისევ ბედნიერი იქნები და მეც“, – წერს კლაუდიო.
შეგახსენებთ, რომ მარკიზიო და პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თანაგუნდელები იყვნენ. პოგბამ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე ყოფნის დროს ეუფლება განცდა, რომ სუფთა ჰაერზეა, რადგან კლუბში ბენდიერი არაა.
Please @paulpogba
Come to @juventusfc 😉…you will be happy again 🏳🏴😎 me too #tilltheend— Claudio Marchisio (@ClaMarchisio8) November 16, 2020