ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ბრიტანულ მედიასთან იტალიაში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი სიგარეტს ეწეოდა.
„პირველად რომ მივედი, თავიდან ბიჭები ვერ ვნახე და უცნაური იყო. შემდეგ ტუალეტში შევედი და 10-12 ფეხბურთელი დამხვდა, რომლებიც ყავას სვამდნენ, საუბრობდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო და მივხვდი, რომ წინ მხიარული პერიოდი მელოდა“, – თქვა დანიელმა.
ბენდტნერს ყველა მოთამაშე, ვინც მაშინ ეწეოდა, არჩამოუთვლია, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკლას ბენდტნერმა „იუვენტუსში“ 2012-2013 წლებში ითამაშა და 11 მატჩში გოლი ვერ გაიტანა.