იტალიური მედია იტყობინება, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსს“ ორი ფეხბურთელის შეძენა დანიშვნისთანავე მოსთხოვა, რაც ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო.
პირველი „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო გახლდათ, რომლის ნაცვლად ტურინელებმა ალვარო მორატა იყიდეს. ბოსნიელის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულიც იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა.
მეორე კი „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელია, რომლის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვეს და „იუვენტუსში“ ეს თანხა ეძვირათ, ამიტომ, იტალიელის ტრანსფერზე ხელი აიღეს.