ტურინის „იუვენტუსს“ მცველები, მატიას დე ლიხტი და ალექს სანდრო გამოუჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სანაკრებო პაუზის შემდეგ ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნებიან.
ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ორივე ფეხბურთელი უახლოეს მატჩში, „კალიარსთან“ სათამაშოდ, მაგრამ ფაქტია, მათი დაბრუნება მოახლოვდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არც ბრაზილიელ და არც ნიდერლანდელ ფეხბურთელს არ უთამაშიათ.