მთავარი / სიახლეები / რომანო: “რომ არა კორონავირუსი, პოგბას “იუვეში” დაბრუნება გადაწყვეტილი იყო”

რომანო: “რომ არა კორონავირუსი, პოგბას “იუვეში” დაბრუნება გადაწყვეტილი იყო”

ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, რომ კორონავირუსმა პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება ჩაშალა.

როგორც მან განაცხადა, გასულ ზამთარს ფრანგი ფეხბურთელი და „იუვე“ შეთანხმდნენ ყველა დეტალზე დაპოგბა ტურინში ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა.

მიზეზი კორონავირუსია, რამაც ფინანსური კრიზისი წარმოშვა და „იუვენტუსმა“ პოგბას შესაძენი ფინანსური რესურსი (პლიუს ხელფასი) ვერ გამონახა. ამრიგად, პოლს ინგლისში მოუწია დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა. „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში კი ის ამ სეზონში იშვიათად ხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …