ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ დავიდ ალაბას შეძენას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, ფაბიო პარატიჩი ზაფხულში ავსტრიელის გაფორმებას ეცდება.
ალაბას „ბაიერნთან“ კონტრაქტი ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ მას არ გაახანგრძლივებს. შესაბამისად, კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს. სწორედ ამ გარემოებით უნდა პარატიჩიმ ისარგებლოს.
აღსანიშნავია, რომ ალაბა „ბაიერნის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე დიდი ხანია ვერ შეუთანხმდა, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს იწურება.
ფაბიო პარატიჩის სიაში ალაბას ალტერნატივად „სევილიას“ ბრაზილიელი მცველი დიეგო კარლოსი ჰყავს, რომლის ფასი 40 მილიონი ევროა.